პროსტატის დაავადებების და სხვა უროლოგიური დარღვევების მკურნალობა

გამარჯობა!
დიდი მადლობა რომ ჩემს ვებ-გვერდს სტუმრობთ.

თუ ამ საიტის თემით დაინტერესდით და ახლა აქ ხართ, ესე იგი თქვენ, ან რომელიმე თქვენთვის ახლობელ და ძვირფას ადამიანს უროლოგიური პრობლემა აწუხებს.

კარგად ვიცი, რომ ამ თემაზე საჭირო დროს საჭირო ინფორმაციის სწრაფად მოძიება და კარგი რჩევის მიღება ჩვენს რეალობაში ადვილი არ არის. სწორედ ამიტომ შევქმენი ეს საიტი.

ვეცადე აქ თავი მომეყარა და თქვენთვის გამეზიარებინა ინფორმაცია ყველაზე გავრცელებულ უროლოგიურ პრობლემებზე. ყოველდღიური პრაქტიკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, ვაგრძელებ წერას ყველაფერ იმაზე, რაც თქვენ გაწუხებთ, და ვცდილობ მაღალფარდოვანი ტერმინოლოგიის გვერდის ავლით, ყველასთვის გასაგები ენით მოგიყვეთ ყველაზე აქტუალური პრობლემების და მათგან თავის დაღწევის გზების შესახებ.

თუ რომელიმე კითხვაზე ამომწურავ პასუხს ვერ პოულობთ, ნუ მოგერიდებათ, მომწერეთ ან ფეისბუქ-გვერდზე. ვიზიტის დასაგეგმად და დეტალური კონსულტაციისთვის კი გთხოვთ დაუკავშირდით ჩემს ასისტენტს 591-10-49-09.

ჩემ შესახებ მეტი ინფორმაციის და ბიოგრაფიული მონაცემების მოძიებისთვის მიყევით ბმულს.

უროლოგი კონსტანტინე კობალაძე


ბლოგი

ადენომა კიბოდ არ გარდაიქმნება

რა არის „პროსტატის ადენომა“ და რა კავშირი აქვს მას პროსტატის სიმსივნის განვითარებასთან. ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის შესახებ.
დაწვრილებით →