ინფექციები

ინფექციები

ცისტიტი და პიელონეფრიტი, ასევე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, პირველ რიგში ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, გონორეა და კანდიდოზი, ძალიან ხშირია და არასწორმა მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გართულებები

ინფექციები წარმოადგენს შარდ-სასქესო სისტემის დაავადებათა ყველაზე ხშირ ჯგუფს. სხვადასხვა ინფექციურ აგენტებთან ბრძოლის მიმართლებით უკანასკნელ ათწლეულებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, უროლოგიური ინფექციების პრობლემა ჯერ კიდევ შორსაა გადაწყვეტისგან. უფრო მეტიც, სხვადასხვა ანტიბაქტერიული პრეპარატის დიდი რაოდენობით არსებობას ხშირად მივყავართ მის არაეფექტურ გამოყენებამდე, რაც მიკროორგანიზმებს ეხმარება სამკურნალო ზემოქმედებისადმი რეზისტენტობის (მდგრადობის) ჩამოყალიბებაში, რაც ინფექციური პროცესების მკურნალობის მართვას გაცილებით უფრო ართულებს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას საქართველოში, სადაც სხვადასხვა ანტიბიოტიკის უსისტემო გამოყენება მასიურ ხასიათს ატარებს.

შარდ-სასქესო გზების ინფექციები, პირობითად შეიძლება ორ დიდ ჯგუფად დავყოთ. პირველ ჯგუფს წარმოადგენს ინფექციები, მათ შორის თირკმელების ანთებითი დაავადება (პიელონეფრიტი) და შარდის ბუშტის ანთებითი დაავადება (ცისტიტი), რომელთა გამომწვევი ბაქტერიების უმეტესობა მუდმივად იმყოფება ადამიანის ორგანიზმში. თუმცა ეს ბაქტერიები მხოლოდ გარკვეული ხელისშემწყობი გარემოებების არსებობისას აქტიურდება (მაგალითად, გადაცივების შედეგად იმუნიტეტის დასუსტებისას).

უროლოგიური ინფექცების მეორე ჯგუფს იწვევს განსაკუთრებული ბაქტერიები, რომელიც ხვდება ადამიანის ორგანიზმში დასნებოვნების შედეგად (შემთხვევათა დიდი უმრავლესობა სქესობრივი გზით), და, როგორც წესი, მამაკაცებში აზიანებს სათესლე ჯირკვლებსა და მათ დანამატებს, ქალებში - საშოსა და საშვილოსნოს, ასევე ურეთრას - ორივე სქესის წარმომადგენელში.

ვებ-გვერდის ამ ნაწილში შეგიძლიათ იხილოთ ზემოთ აღნიშნული ორივე ჯგუფის ინფექციების დაწვრილებითი აღწერა, საყურადღებო სიმპტომები, რეკომენდაციები პრევენციისა და მკურნალობის შესახებ.