გმადლობთ, რომ ესტუმრეთ ჩემს ვებ-გვერდს. მე ვარ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი-უროლოგი კონსტანტინე კობალაძე.

დავიბადე და გავიზარდე ჩემს მშობლიურ ქალაქ თბილისში. სხვადასხვა მიზეზების გამო ჩავაბარე მოსკოვის სამედიცინო უნივერსიტეტში. დავამთავრე „პიროგოვის“ სახელობის რუსეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და გავიარე რეზიდენტურა ქ. მოსკოვის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უროლოგიის განხრით. ამავე კლინიკაში ვმუშაობდი მოსკოვის წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით, მათ შორის იყვნენ ცნობილი უროლოგები, პროფესორები, მაზო და ჩეპუროვი. ამ პერიოდში დავინტერესდი სამეცნიერო საქმიანობით და გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება ასპირანტურაში.

ჩემი სამეცნიერო კვლევის თემა იყო წინამდებარე ჯირკვალი და მისი დაავადებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროსტატის ბიოფსიის სხვადასხვა მეთოდებს. სამუშაოს მსვლელობისას მიღებული ახალი მონაცემები წარდგენილი იყო მრავალ სამეცნიერო კონფერენციაზე, ასევე გამოქვეყნდა რამდენიმე რუსულ და ამერიკულ ჟურნალში.

დისერტაციის დაცვის შემდეგ ვმუშაობდი ექიმ-უროლოგად ქ. მოსკოვის სხვადასხვა საავადმყოფოში ამბულატორიული და ქურურგიული განხრით.

ყოველთვის მქონდა სურვილი დავბრუნებულიყავი სამშობლოში და 2012 წელს ჩამოვედი საქართველოში. დაბრუნების შემდეგ, ვმუშაობდი ექიმ უროლოგად „ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში”-ში (2013-2014), ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში (2014-2015), და დღეს ვაგრძელებ უროლოგიურ პრაქტიკას რამდენიმე კლინიკაში, მათ შორისაა „ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი“, „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“, „უნივერსალი ნოვა კლინიკა“, „უნივერსი კლინიკა“, და „მედლაიფ კლინიკა“.

2005 წლიდან ვარ ევროპის უროლოგთა ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი. ასევე გახლავართ ავტორი, თანაავტორი და თანარეცენზენტი პროფესიულ ჟურნალებში გამოქვეყნებული არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა.

ჩემი სამეცნიერო და კლინიკური ინტერესების ძირითადი სფეროა: წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები, კიბო, პროსტატის ადენომა, პროსტატიტი, ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია), მამაკაცის უნაყოფობა, საშარდე გზების ინფექციები (მათ შორის ცისტიტი, ქლამიდიოზი, კანდიდოზი, ტრიქომონიაზი), ასევე შარდვის დარღვევა, ურო-ონკოლოგია, აგრეთვე PSA-ს (პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი) მომატება, შარდ-კენჭოვანი დაავადებები.

თუ გაწუხებთ რაიმე უროლოგიური ხასიათის პრობლემა, მოხარული ვიქნები დაგეხმაროთ. შეგიძლიათ დამისვათ ნებისმიერი შეკითხვა ვებ-გვერდის ან Facebook-გვერდის საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, ან ჩაეწეროთ კონსულტაციაზე.