მენჯის ქრონიკული ტკივილი

მენჯის ქრონიკული ტკივილი

მენჯის ქრონიკული ტკივილი არის სიმპტომი რომელიც უამრავი ქალისა და მამაკაცის ცხოვრების ხარისხს აუარესებს და ხშირად სერიოზული უროლოგიური პრობლემის მიმანიშნებელია.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ ძალზედ გავრცელებულ პრობლემაზე, რომელიც გვხვდება როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. მენჯის ქრონიკული ტკივილი – ეს არის მუდმივი ან ეპიზოდურად განმეორებადი მენჯის ტკივილი, რომლის მიზეზის დადგენა ხშირად ვერ ხერხდება, თუმცა პრობლემას პრაქტიკულად ყოველთვის მივყავართ უარყოფით კოგნიტურ, ქცევით, სექსუალურ და ემოციურ შედეგებამდე.

მენჯის ტკივილის სინდრომი უმთავრესად მოიცავს უროლოგიურ და გინეკოლოგიურ მიმართულებებს. მას თან ახლავს სიმპტომები, რომელიც დაკავშირებულია ქვედა საშარდე გზებთან, სექსუალურ, ნაწლავურ ან გინეკოლოგიურ დისფუნქციასთან.

ამ სტატიაში ყურადღებას გავაახვილებთ მენჯის ტკივილის სინდრომზე, პრობლემის უროლოგიური პერსპექტივიდან.

რას შეიძლება მოიცავდეს მენჯის ტკივილის სინდრომი უროლოგიაში?

  • მტკივნეული შარდის ბუშტის სინდრომი
  • ურეთრალური ტკივილის სინდრომი
  • პროსტატის ტკივილის სინდრომი
  • სათესლე პარკის ტკივილის სინდრომი
  • მამაკაცის სასქესო ასოს არეში ტკივილის სინდრომი

რა გამოკვლევები ესაჭიროება მენჯის ტკივილის სინდრომის მქონე პაციენტს?

  • დაწვრილებითი ანამნეზის შეკრება, მენჯის ფსკერის კუნთების პალპაცია, ტკივილის ხასიათის, ინტენსიურობისა და სიმძიმის შეფასება
  • ლაბორატორული კვლევები, მათ შორის:
    • შარდის საერთო ანალიზი, სისხლის საერთო ანალიზი
    • პროსტატის სეკრეტის გამოკვლევა
    • ურეთრის ნაცხის გამოკველვა
    • შარდის დათესვა, გარკვეულ შემთხვევებში ეაკულატის დათესვა
    • საერთო პსა (საშუალო და უფროსი ასაკის მამაკაცებში პროსტატის კიბოს გამორიცხვის მიზნით)
  • ინსტრუმენტული კვლევები, მათ შორის:
    • შარდ-სასქესო სისტემის ულტრაბგერითი გამოკვლევა
    • ცისტოსკოპია

მენჯის ტკივილის სინდრომის მკურნალობა

დაავადებას შეიძლება გააჩნდეს ანთებითი და არაანთებითი ეტიოლოგია. უცნობი ეტიოლოგიის გამო პროსტატის ტკივილის სინდრომს უმეტეს შემთხვევაში მკურნალობენ ემპირიულად. პაციენტების უმეტესობა საჭიროებს მრავალკომპონენტიან თერაპიას, რომელიც გამიზნულია ძირითად სიმპტომებზე და თანმდევ დაავადებებზე.

მკურნალობის ძირითად პრინციპებს შეიძლება მივაკუთვნოთ:

  • ფარმაკოთერაპია – ანტიბიოტიკები, ანტიდეპრესანტები, ალფა-ბლოკატორები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, ინჰიბიტორები 5-ალფა რედუქტაზი, ფიტოთერაპია, ოპიოიდები.
  • ფიზიოთერაპია – მაღალეფექტურია ავადმყოფების მნიშვნელოვან ნაწილში.
  • ქირურგიული მკურნალობა – გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის ყველა დანარჩენი ვარიანტი შედეგს არ იძლევა.

ძირითადი მდგომარეობა მენჯის ქრონიკული ტკივილის განვითარებისას:

  • ქრონიკული პროსტატიტი, რომელიც დაკავშირებულია მენჯის ქრონიკული ტკივილის სინდრომთან ხასიათდება ტკივილით ან დისკომფორტით მენჯის მიდამოში 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ინფექციაზე გამოკვლევის უარყოფითი შედეგების ფონზე.
  • სექსუალური დისფუნქცია, რომელიც თან ახლავს მენჯის ტკივილს, ხშირად საჭიროებს სპეციალურ მკუნალობას.
  • მენჯის კუნთების განმეორებადმა ან ქრონიკულმა დაძაბვამ შეიძლება გააქტიუროს კუნთებში ტრიგერული წერტილები. ტრიგერული წერტილები - განსაკუთრებულად მგრძნობიარე უბნებია, რომელიც დაკავშირებულია დაჭიმულ იოგებში ჰიპერმგრძნობიარე პალპირებად გამკვრივებასთან. ტკივილი ტრიგერულ წერტილებში მწვავდება გარკვეული მოძრაობისას და ნაწილობრივად იხსნება გარკვეულ ვითარებაში.
  • ფსიქოლოგიურფი ფაქტორები გავლენას ახდენს მენჯის მუდმივი ტკივილის განვითარებასა და შენარჩუნებაზე, ტკივილთან ადაპტაციასა და მკურნალობის შედეგებზე. ტკივილი იწვევს სტრესს და გვართმევს მნიშვნელოვანი საქმიანობით დაკავების შესაძლებლობას.
  • შარდ-სასქესო არეში, ტკივილის დროს ოპიოიდების მოხმარება არაა მიზანშეწონილი. მათი გამოყენება ნევროპათოლოგიური ტკივილის დროს საკამათო თემაა, თუმცა მეტაანალიზი აჩვენებს კლინიკურად მნიშვნელოვან დადებით შედეგებს.

თუ შევაჯამებთ ზემოთ მოყვანილ და განხილულ ინფორმაციას მენჯის ქრონიკული ტკივილის სინდრომი მრავალგვარ გამოვლინებასა და ფიზიკურ მდგომარეობას აერთიანებს. ეტიოლოგია და პათოგენეზი ხშირად არაა გარკვეული. წარმატებული მკურნალობისთვის აუცილებელია დავწრილებითი ისტორია, საგულდაგულო ფიზიკური გამოკვლევა. ამასთან ერთად ადეკვატური ლაბორატორიუილი ტესტირება და მკურნალობისადმი შესაბამისი დამოკიდებულება, დაწყებული ნაკლებად საშიში მეთოდებიდან და დამთავრებული მეტად ინვაზიური პროცედურებით, საერთაშორისოდ აღიარებული გაიდლაინების მიხედვით.