ხშირი შარდვა

ხშირი შარდვა

ხშირი შარდვა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც გვხვდება როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში და, ხშირად, სერიოზული უროლოგიური დარღვევების ინდიკატორია.

გახშირებული შარდვა (ასევე ცნობილი როგორც პოლაკიურია) წარმოადგენს მამაკაცებსა და ქალებში სხვადასხვა უროლოგიურ დაავადებათა ხშირ სიმპტომს. ამ სყმპტომს დიდი კლინიკური მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მის წარმოშობას ხელს უწყობს მთელი რიგი დაავადებები, რომელიც, ხშირად, ფარულ ხასიათს ატარებენ და დაკავშირებულნი არიან შარდ-სასქესო სისტემის მუშაობის დარღვევასთან. ჯანმრთელ ადამიანში შარდის გამოყოფა დღე-ღამის განმავლობაში 6-8-ჯერ ხდება, შარდვის უფრო დიდი სიხშირე უნდა მივიჩნიოთ პათოლოგიად.

რას წარმოადგენს ხშირი შარდვა?

დღე-ღამის განმავლობაში, ჯანმრთელი ადამიანის მიერ მიღებული სითხის 75% გამოიყოფა თირკმელებიდან, ხოლო დანარჩენი - 25% გამოდის ნაწლავებიდან და კანის საფარიდან. თუ დღეში ადამიანმა მიიღო დიდი რაოდენობის სითხე, სრულიად ბუნებრივია, რომ შარდვის პროცესი გახშირდეს იმის მიხედვით, თუ როგორ შეივსება შარდის ბუშტი.

აუცილებელია გავითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ შარდვის პროცესზე გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოემოციური მდგომარეობა. დამტკიცებულია, რომ მგრძნობიარე ადამიანში ხშირი შარდვის მიზეზი შესაძლოა გახდეს შარდის ბუშტის კედლების რეცეპტორების ნეიროგენული სტიმულაცია / გაღიზიანება. ნერვული აშლილობისა და დიდი რაოდენობით სითხის მიღების დროს შარდის ბუშტის სწრაფი ავსება ნორმად ითვლება. განხილული ფაქტორების გამორიცხვის შემთხვევაში, ხშირი შარდვა არ განიხილება ნორმალურ მოვლენად და ექიმ-უროლოგთან ვიზიტის სიგნალად უნდა მივიჩნიოთ.

რატომ ხშირდება შარდვა?

გახშირებული შარდვის ძირითადი ფაქტორები პირდაპირ კავშირშია შარდ-სასქესო სისტემის ორგანოების მუშაობის დარღვევასა და ინფექციური ხასიათის დაავადებებთან, რომელსაც მამაკაცებში იწვევს:

ქალებში წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები, ბუნებრივია, არაა აქტუალური (ამ ორგანოს არ ქონის გამო). ყველა სხვა ზემოთ წარმოდგენილი პათოლოგია კი, საკმაოდ ხშირად გვხვდება და ვლინდება ხშირ შარდვასთან ერთად სხვა სიმპტომებით.

დაწვრილებით განვიხილოთ ზოგიერთი ამ მიზეზთაგანი:

  • შარდის ბუშტის ჰიპერაქტიურობა
    ვლინდება ხშირი შარდვით დღე-ღამის ნებისმიერ დროს (დილით, დღის განმავლობაში, ღამე). ამ პათოლოგიის დროს, არ ფიქსირდება შარდ-სასქესო სისტემის ქსოვილისა ან ლორწოვანის რაიმე სახის ანთებითი ცვლილებები, ადგილი აქვს მუსკულატურის შეკუმშვას, შარდის ბუშტის იმ კუნთის აღგზნების შედეგად, რომელიც პასუხს აგებს შარდის ბუშტში წნევის მატებაზე.
  • შარდ-კენჭოვანი დაავადება
    საშარდე გზებში ქვიშისა და კენჭის არსებობა, ხშირი შარდვის პროვოცირებას ახდენს. ასეთი რამ ხდება შარდის ბუშტისა და ურეთრის ლორწოვანის ძლიერი გაღიზიანების ხარჯზე. სწორი მკურნალობის არარსებობისას, შესაძლებელია შარდში სისხლის გამოჩენა, რაც ლორწოვანის ძლიერი დაზიანების შედეგია.
  • შაქრიანი დიაბეტი
    როდესაც ვსაუბრობთ შაქრიან დიაბეტზე, უნდა ვიგულისხმოთ ისეთი დარღვევა, რომელსაც თან ახლავს მუდმივი წყურვილის გრძნობა, კანის ქავილი, შრომისუნარიანობის დაქვეითება, მუდმივი და უმიზეზო დაღლილობის შეგრძნება, სქესობრივი დარღვევებისა და უნაყოფობის წარმოშობა. მოცემული დაავადების ვერაგობა, მდგომარეობს სხვა დაავადებათა სიმპტომების მსგავსებაში, ამიტომ მისი დიაგნოსტირება საკმაოდ რთულია და, უმეტეს შემთხვევაში, შემთხვევითი.

ძალზედ საშიშია ხშირი შარდვა, რომელსაც თან ახლავს:

  • ტკივილები მოშარდვის სურვილის დროს
  • წვა
  • ძლიერი ქავილი შორისის მიდამოში
  • შარდში არასასიამოვნო სუნის არსებობა
  • შარდში სისხლის, ლორწოსა ან ჩირქის არსებობა

ხშირი შარდვის დროს სამკურნალო ღონისძიებების მეთოდები

ხშირი შარდვის მკურნალობა დამოკიდებულია მის მიზეზზე. ინფექციური პროცესების დროს ინიშნება ანტიბაქტერიული თერაპია. შარდის ბუშტის ჰიპერაქტიურობას მკურნალობენ სპეციალური მედიკამენტოზური პრეპარატებით. პროსტატის მკურნალობის ვარიანტები საკმაოდ მრავალფეროვანია და დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე. მკურნალობის გეგმას ადგენს ექიმი-უროლოგი, ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების შედეგების საფუძველზე.