ტკივილი სათესლე პარკის არეში

ტკივილი სათესლე პარკის არეში

ტკივილი სასქესო პარკის არეში განსაკუთრებით მნიშნელოვანი სიმპტომია რომელიც შესაძლოა მთელ რიგ სერიოზულ უროლოგიურ დაავადებებზე მიუთითებდეს და, ყველა შემთხვევაში, უროლოგის მიერ დაუყოვნებლივ პროფესიულ შეფასებას მოითხოვს.

ტკივილი სათესლე პარკის არეში შესაძლოა, წარმოიშვას ნებისმიერ ასაკში. ის რიგი პათოლოგიური პროცესების სიმპტომია, რომელიც გადაუდებელი ზომების მიღებას საჭიროებს. ამიტომ სათესლე პარკის არეში ტკივილის დროს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. აღნიშნულ მიდამოში ტკივილი ხშირად ძალიან ძლიერია, ასევე შეინიშნება ყრუ ტკივილის ქრონიკული მიმდინარეობა, ხოლო არასასიამოვნო შეგრძნების მიზეზი ძალიან ბევრია. ეფექტური მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოსტიკის ჩატარება.

ყველაზე ხშირად სათესლე პარკის არეში ტკივილი ჩნდება შემდეგი პათოლოგიების დროს:

  • ტრავმა;
  • ორქიტი (სათესლე ჯირკვლის ანთება) და ეპიდიდიმიტი (დანამატის ანთება);
  • სათესლე ჯირკვლების სიმსივნეები;
  • სექსუალური აღგზნება;
  • ვარიკოცელე;
  • სპერმატოცელე;
  • საზარდულის თიაქარი;
  • ჰიდროცელე;
  • ორქოპტოზი (სათესლე ჯირკვლის დაწევა);
  • სათესლე ჯირკვლის შემოგრეხა.

გარდა ამისა, ზოგჯერ ტკივილი სათესლე პარკში ირადირდება (ვრცელდება) პროსტატის ანთების, თირკმლის ჭვალის, ოსტეოქონდროზის, რადიკულიტის, დისკის თიაქრის დროს.

ქვემოთ განვიხილავთ ზოგიერთ პათოლოგიურ პროცესს, რომლისთვისაც ტკივილი სათესლე პარკის არეში წამყვან სიმპტომს წარმოადგენს.

სათესლე ჯირკვლის შემოგრეხა. სათესლე პარკის არეში მწვავე ტკივილის ყველა მიზეზს შორის სათესლე ჯირკვლის შემოგრეხა ყველაზე სერიოზულია. აღნიშნული დაავადება უპირატესად გვხდება ბავშვებში, თუმცა შესაძლოა განვითარდეს ზრდასრულ ორგანიზმშიც. სათესლე ჯირკვლის შემოგრეხის რისკის ძირითად ფაქტორს წარმოადგენს თანდაყოლილი დეფექტი. კლასიკური სიმპტომია სათესლე პარკის არეში მწვავე ტკივილი, რომელსაც თან ახლავს გულისრევა და პირღებინება, შარდვისა და შარდში ცვლილებების არარსებობით. შემოგრეხა, როგორც წესი, ხდება ძილის ან ფიზიკური დატვირთვის დროს.

ეპიდიდიმიტი. სათესლე პარკის არეში ტკივილის ხშირ მიზეზს წარმოადგენს ეპიდიდიმიტი. ეპიდიდიმიტის ტიპიური კლინიკური გამოვლენაა სათესლე ჯირკვლის ტკივილი, რომელიც თანდათანობით მატულობს და ხშირად თან სდევს შარდსადინარის ინფექციის სიმპტომატიკა, კერძოდ, ტკივილი შარდვის დროს ან გამონადენი ურეთრიდან. ხშირ სიმპტომს წარმოადგენს ციებ-ცხელება 38oC-ზე ზემოთ, ასევე სათესლე პარკის შეშუპება.

სათესლე ჯირკვლის ბაგირაკის შემოგრეხა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებში სათესლე ჯირკვლის ბაგირაკის შემოგრეხა, სათესლე პარკის არეში ტკივილის ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს, იშვიათად ხდება მისი დიაგნოსტირება. თუ პაციენტი ექიმს დაავადების საწყის ეტაპზე მიმართავს, მაშინ ტრანსილუმინაციისას შესაძლებელია, კლასიკური სიმპტომის - სათესლე ჯირკვლებს შორის და სათესლე ჯირკვალზე განლაგებული ლურჯი შეფერილობის კვანძის აღმოჩენა.

ვირუსული ორქიტი. ვირუსული ორქიტის გამომწვევი, ეპიდემიური პაროტიტის გამომწვევის ანალოგიურია. მოზარდ ასაკში პაროტიტით დაავადებულ ვაჟთა დაახლოებით 20-30%-ს იმავდროულად აქვს ორქიტი. ტიპიურ სიმპტომს წარმოადგენს ტკივილი სათესლე პარკის არეში, რომელიც წარმოიშვება პაროტიტიდან 4-6 დღის შემდეგ. შემთხვევების 70%-ში ასეთი ორქიტი ცალმხირივია.

სათესლე ჯირკვლის სიმსივნე. ახალგაზრდა მამაკაცებში ეს კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ავადმყოფობა იწყება თანდათანობით და უმტკივნეულოდ, თუმცა შემთხვევების 10%-ში სისხლჩაქცევამ შეიძლება გამოიწვიოს სათესლე პარკის უცაბედი მტკივნეულობა და მისი შესიება. ავადმყოფებს, რომლებიც ექიმს დაავადების საწყის სტადიაზე მიმართავენ (სიმსივნის გაჩენამდე), აღმოუჩენენ სათესლე ჯირკვლის შიგნით მოცულობით წარმონაქმნებს. ფიზიკალური გამოკვლევისას გინეკომასტიის აღმოჩენა მოწმობს სიმსივნის ესტროგენების პროდუცირებად ფუნქციას. შარდის ანალიზის შედეგები აქ არა ინფორმატიულია. ონკომარკერების განსაზღვრისთვის რეკომენდებულია სისხლის ანალიზი.

ვარიკოცელე. მტევნისებრი წნულის დრენაჟის არასაკმარისი წარმოება იწვევს სათესლე ჯირკვლის უმტკივნეულო წარმონაქმნის გაჩენას, რასაც ვარიკოცელე ეწოდება. ეს პათოლოგია ხშირად გვხვდება მარცხენა მხარეს, ვინაიდან აქ ამ წნულის დრენაჟი ხორციელდება თირკმლის ვენაში. ვარიკოცელესა და სათესლე პარკის არეში ტკივილს შორის ყოველთვის არ არის ერთმნიშვნელოვანი კავშირი.

ჰიდროცელე. სათესლე ჯირკვლის გარსებს შორის სითხის დაგროვება, როგორც წესი, არ იწვევს ტკივილს, თუმცა ცალკეულ პაციენტებს შესაძლოა, აღენიშნოთ გარკვეული ტკივილის შეგრძნება.

საზარდულის თიაქარი. კიდევ ერთი პათოლოგია, რომელიც გვხვდება მუცლის აპკის გამონაზარდის მოუშუშებლობოს დროს, არის საზარდულის თიაქარი. ყველაზე ხშირად მას აღმოაჩენენ როგორც სათესლე პარკის მოცულობით წარმონაქმნს, რომელიც საზარდულის მიდამოში სისრულის შეგრძნებას იწვევს. ფიზიკალური გამოკვლევისას ხშირად ვლინდება, რომ სათესლე ჯირკვალი მკაფიოდ გამიჯნულია მისი მოცულობითი წარმონაქმნისგან; ზოგჯერ თიაქარი კარგად ჩანს ტრანსილუმინაციისას.

ტრავმა. სათესლე პარკის მსუბუქი ტრავმის შედეგი გადის სპონტანურად 1-2 საათის შემდეგ. თუ პაციენტი, რომელიც მანამადე დაკავებული იყო სპორტით, მაგალითად, ჭიდაობით ან ფეხბურთით, უჩივის ტკივილს, რომელიც ტრავმის შემდეგ დიდხანს არ გადის, ეს მიანიშნებს ნახეთქების არსებობაზე ან სათესლე ჯირკვლის გარსების დაზიანების შესაძლებოლობაზე. ამგვარი დიაგნოზის დასადასტურებლად იყენებენ ულტრაბგერით გამოკვლევას.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაწუხებთ ტკივილი სათესლე პარკის არეში, დაუყოვნებლივ მიმართეთ უროლოგს. ოპერატიული დახმარება, სწრაფად შესძლებს დაავადების დამარცხებასა და გართულებების თავიდან აცილებას.