სასქესო ასოს 'მოტეხილობა'

სასქესო ასოს მოტეხილობა

მიუხედავად მისი იშვიათობისა, სასქესო ასოს მოტეხილობა საკმაოდ საშიში პრობლემაა, რომელისაც, არასწორი მკურნალობის შემთხვევაში, შესაძლოა დამატებითი გართულებები მოყვეს.

სასქესო ასოს “მოტეხილობა” – ეს დიაგნოზი ბევრს შეიძლება უჩვეულოდ მოეჩვენოს და რაღაცით განსაკუთრებულიც კი. მაგრამ ასეთი ტრავმა იშვიათი არაა, უროლოგებს საკმაოდ ხშირად უწევთ ამ პიკანტურ პრობლემასთან შეჯახება, რომელიც მამაკაცს უამრავ დისკომფორტს უქმნის.

მამაკაცის სასქესო ორგანო საკმაოდ დაუცველია, ამიტომ მას ფრთხილად უნდა მოვეპყრათ. ტრავმის დროს, მღვიმოვანი სხეული, თეთრი გარსი და ზოგ შემთხვევაში ურეთრა, ზიანდება. სამედიცინო წრეებში ასეთ ტრავმას „თეთრი გარსის გახევას“ უწოდებენ. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალისტს დროულად არ მიმართეთ, შესაძლოა მძიმე გართულებების გავითარება. ამიტომ, როგორც კი შენიშნავთ რაიმე უსიამოვნოს, ეცადეთ იმოქმედოთ პროაქტიულად და მიმართეთ ექიმ უროლოგს რათა აირიდოთ შემდგომი გართლებები.

დაავადების სიმპტომები

ისევე როგორც სხვა მოტეხილობა, ასოს მოტეხილობა შეუძლებელია აგვერიოს სხვა რამეში. როცა იხევა ასოს ქსოვილები, ისმის ტკაცუნი, რომელიც ორივე პარტნიორს ესმის. ამის შემდეგ ჩნდება შემდეგი სიმპტომები: ერექცია მომენტაულრად წყდება, ხოლო მამაკაცი ამ მონეტს თან ახლავს მწვავე ტკივილი. ქსოვილის გახევის ადგილზე წარმოქმნილი ჰემატომის გამო სასქესო ასო ძლიერ სივდება და იღებს მუქ იისფერ შეფერილობას.

როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი სასქესო ასოს მოტეხილობის დროს?

ასოს მოტეხილობის დროს, პირველ რიგში, დაზიანებულ ქსოვილზე უნდა დაიდოთ ყინული (მაგრამ არაუმეტეს 20 წუთისა) და შემდეგ მჭიდროდ გადაიხვიოთ.

ამის შემდეგ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ უროლოგს. სასქესო ასოს მოტეხილობა უმეტეს შემთხვევაში საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას.

პრობლემის უყურადღებოდ დატოვება შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს, რადგან, როგორც ნებისმიერი მოტეხილობის დროს, მის ადგილზე წარმოიქმნება ნაწიბური, რამაც შესაძლოა ასოს გამრუდება გამოიწვიოს.

კიდევ ერთი უარყოფითი შედეგი პენისის სისხლმომარაგების გაუარესაბაა, ამის გამო მამაკაცებს დიდი ალბათობით შეექმნებათ ერექციასთან დაკავშირებული პრობლემები, მაშასადამე, სქესობრივი აქტი უბრალოდ შეუძლებელი გახდება. ასევე პენისის აღგზნების დროს მუდმივად ექნებათ ტკივილები.