ნაადრევი ეაკულაცია

ნაადრევი ეაკულაცია

ნაადრევი ეაკულაცია ყველაზე ხშირი სექსუალური დარჩვევაა მამაკაცთა შორის. შემთხვევათა უმრავლესობაში პრობლემა გამოსწორებადია.

ნაადრევი ეაკულაცია წარმოადგენს ყველაზე უფრო გავრცელებულ სექსუალურ დისფუნქციას მამაკაცებს შორის. თითქმის ყველა მამაკაცს აქვს მსგავსი გამოცდილება მისი სექსუალური ცხოვრების რომელიმე მომენტში.

საკმაოდ რთული იყო კონსესუსის მიღწევა ნაადრევი ეაკულაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით. სექსუალური მედიცინის საერთაშორისო საზოგადოებამ არცთუ ისე დიდი ხნის წინ სავსებით ახალი განსაზღვრება მიიღო, რომლის მიხედვითაც ნაადრევი ეაკულაცია განისაზღვრა როგორც „სექსუალური დისფუნქცია მამაკაცებში, რომლის დროსაც ეაკულაცია, ყოველთვის ან თითქმის ყოველთვის საშოში პენეტრაციის მომენტიდან, 1 წუთში ან უფრო ადრე ხდება”. სხვა განსაზღვრების მიხედვით, ნაადრევი ეაკულაციის ძირითად კრიტერიუმს პაციენტის და მისი პარტნიორის აზრი წარმოადგენს.

ნაადრევი ეაკულაციის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ორგანული მიზეზები.

ნაადრევი ეაკულაციის კლასიფიკაცია

ნაადრევი ეაკულაცია იყოფა ორ ძირითად კატეგორიად - თანდაყოლილი (პირველადი) და შეძენილი (მეორადი) ხასიათის პრობლემა.

  • თანდაყოლილი ნაადრევი ეაკულაცია ვითარდება პირველი სექსუალური გამოცდილების თანავე და პრობლემად რჩება სისცოცხლის მანძილზე. ეაკულაცია ხდება პენეტრაციამდე ან 1-2 წუთში მის შემდეგ.
  • შეძენილი ნაადრევი ეაკულაცია ხასიათდება თანდათანობითი ან მოულოდნელი წარმოშობით. ამ პათოლოგიის განვითარებამდე პაციენტს შეეძლო ეაკულაცია საჭირო დროით შეეკავებინა. ეაკულაციის დრო ასეთ შემთხვევებში ხანმოკლეა, მაგრამ არც ისე ხანმოკლე, როგორც თანდაყოლილი ნაადრევი ეაკულაციისას.

როგორია ნაადრევი ეაკულაციის მიზეზები

ნაადრევი ეაკულაციის ზუსტი მიზეზი (ეტიოლოგია) ცნობილი არ არის, რადგან არ არსებობს საჭირო რაოდენობის კვლევა ბიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ჰიპოთეზებთან დაკავშირებით. ასევე სათანადოდ არ არის შესწავლილი მგრძნობიარე სურვილის, სასქესო ასოს ჰიპერმგრძნობელობისა და სეროტონინის რეცეპტორების დისფუნქციის მიზეზები.

ნაადრევი ეაკულაციის ფსიქოლოგიური მიზეზები:

  • ნაადრევმა სექსუალურმა გამოცდილებამ შეიძლება შექმნას შაბლონები, რომელთა შეცვლა შემდეგ ძნელია. ამის მაგალითს წარმოადგენს სიტუაცია, როდესაც პაციენტი თავიდანვე ცდილობდა სქესობრივი აქტის სწრაფად დასრულებას, დროის შეზღუდულობის გამო, შემდგომში მსგავსი “მაღალი სისწრაფე” შენარჩუნდება, მიუხედავად გარემოებების შეცვლისა.
  • ერექციული დისფუნქცია. მამაკაცებში, რომლებიც ნერვიულობენ ერექციის მიღწევასა და შენარჩუნებაზე სქესობრივი აქტის დროს, შეიძლება წარმოიშვას მოქცევის თავისებურებანი, რაც ნაადრევი ეაკულაციის მიზეზი ხდება. ხშირად ასეთი ჩვევების შეცვლა რთულია
  • განგაში - ბევრ მამაკაცს ნაადრევი ეაკულაციით, შეიძლება ჰქონდეს განგაში როგორც სექსუალურ ურთიერთობასთან მიმართებაში, ასევე სხვა მიზეზებთან დაკავშირებით.
  • ურთიერთობის პრობლემები - თუ ადრე დამაკმაყოფილებელი სექსუალური კონტაქტისას, ნაადრევი ეაკულაცია იშვიათად ან საერთოდ არ ვლინდებოდა, მაშინ სავსებით სავარაუდოა, რომ პიროვნულ უთანხმოებებს ამ პრობლემაში თავისი წვლილი შეაქვთ.

ნაადრევი ეაკულაციის ბიოლოგიური მიზეზები

  • ნეირომედიატორების (ტვინის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების) არანორმალური დონე
  • ეაკულაციის რეფლექტორული დარღვევები
  • ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი დაავადება
  • შარდსადენი არხის ანთება და ინფექცია (ურეთრიტი) და/ან წინამდებარე ჯირკვლის ანთება და ინფექცია (პროსტატიტი). ასევე ბალანოპოსტიტი (სასქესო ასოსა და ჩუჩის ანთება) შეიძლება გახდეს ნაადრევი ეაკულაციის მიზეზი.
  • ნერვული სისტემის დარღვევები, რომლებიც გამოწვეულია ტრავმით ან ქირურგიული ჩარევით.
  • ზოგიერთი ნარკოტიკული პრეპარატის ან ფსიქოტროპული საშუალებების მიღების შეწყვეტა, რომლებიც გამოიყენება შფოთვითი მდგომარეობისა და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების სამკურნალოდ.

ნაადრევი ეაკულაციის დიაგნოსტიკა

ნაადრევი ეაკულაციის დიაგნოსტიკაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების სამედიცინო და სექსუალური ისტორიის შეკრებას. ამის საფუძველზე, უროლოგი ადგენს, ადგილი აქვს პირველად თუ მეორად ნაადრევ ეაკულაციას. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, დადგინდეს ადგილი აქვს თუ არა ნაადრევ ეაკულაციას ერექციული დისფუნქციის (იმპოტენციის) დროს.

საკმარისი საფუძველის ქონის შემთხვევაში, უროლოგმა დიაგნოსტირების პროცესში შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს სისხლძარღვოვანი, ენდოკრინული და ნევროლოგიური სისტემების დამატებითი გამოკვლევები.

ზოგიერთ შემთხვევაში, ასევე შეიძლება აუცილებელი აღმოჩნდეს პეირონის დაავადების, ურეთრიტისა და პროსტატიტის გამორიცხვა.

ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობა

ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობის ვარიანტები მოიცავს სექსუალურ თერაპიას, სამკურნალო პრეპარატებსა და ფსიქოთერაპიას. ბევრი მამაკაცისთვის, მკურნალობის ამ მეთოდების თანწყობა საუკეთესო რეზულტატებს იძლევა.

თუ ნაადრევ ეაკულაციას უმნიშვნელო პრობლემებამდე მივყავართ, მაშინ ფსიქოსექსუალური კონსულტაციის ჩატარება შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს.

  • ფსიქოლოგიური და ყოფაქცევის სტრატეგიები, „სტოპ-სტარტის“ ტექნიკა და სასქესო ასოს თავის მოჭერის ტექნიკა, მკურნალობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს.
  • ადგილობრივი ანესთეტიკების გამოყენებამ, სპეციალური პრეზერვატივის, მაზებისა ან აეროზოლების სახით, შეიძლება გაზარდოს სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა, შემთხვევების ნახევარზე მეტში.
  • პრეპარატების გამოყენება (პრეპარატები სეროტონინის უკუდაკავების სელექციური ინჰიბიტორების ჯგუფიდან) ამჟამად ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდია.
  • ფოსფოდიესტერაზის ინჰიბიტორებს ასევე შეუძლიათ ითამაშონ როლი ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობაში, თუმცა მათი მთავარი დანიშნულება ერექციის დარღვევების მკურნალობაა.
    მოცემული ჯგუფის პრეპარატების დანიშვნას, სხვა წამლებთან და მეთოდიკებთან კომბინაციაში შეუძლია მკურნალობის ეფექტურობა მკვეთრად გაზარდოს.
  • ქირურგიული მკურნალობა - ნაადრევი ერექციის მკურნალობისათვის, რომელიც დაკავშირებულია სასქესო ასოს მომატებულ ზედაპირულ მგრძნობელობასთან, შექმნილია მიკროქირურგიული ოპერაცია: სასქესო ასოს თავის დენერვაცია (ეს პროცედურა უკიდურესად არჩევითად გამოიყენება).