ცისტიტი

შარდის ბუშტის ანთება, იგივე ცისტიტი, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი უროლოგიური პრობლემაა ყველა ასაკის ქალბატონებისათვის.

ცისტიტი შარდის ბუშტის ანთებაა. უმეტეს შემთხვევაში ცისტიტი წარმოიშობა საშარდე გზების ინფექციების დროს, როცა ბაქტერია აღწევს შარდის ბუშტში ან ურეთრაში და იწყებს ინტენსიურ გამრავლებას. ამგვარი პროცესები შეიძლება გამოიწვიონ „უვნებელმა“ ბაქტერიებმაც რომლებიც ჩვეულებრივ იმყოფებიან ადამიანის ორგანიზმში და არ მოაქვთ არავითარი ზიანი. შარდის ბუშტში ან ურეთრაში მათი მოხვედრის და ინტენსიური გამრავლების შემდგომ იმუნური სისტემა ვეღარ ეწინააღმდეგება ამგვარ ბაქტერიებს და ისინი ინფექციის და ანთების გამომწვევებად გვევლინებიან.

თუმცა ცისტიტი ყოველთვის ინფექციის შედეგად არ წარმოიშობა. ზოგიერთ სამკურნალო პრეპარატსა და ჰიგიენურ საშუალებასაც შეუძლია, გამოიწვიოს შარდის ბუშტის ანთება.

უმეტეს შემთხვევაში ცისტიტი არის მწვავე და იწყება უეცრად. ქვემოთ მოყვანილია სიმპტომების ჩამონათვალი რომლებიც შესაძლოა შარდის ბუშტის ანთებაზე მიგვანიშნებდნენ:

თუ ინფექცია შარდის ბუშტიდან თირკმელზე გავრცელდა, შესაძლოა ამ ორგანოს ფუნქციონირებას სერიოზული პრობლემა შეექმნას. ზემოთ აღნიშნულის გარდა თირკმლის ინფექციების სიმპტომები მოიცავს შემდეგ სიმპტომებს:

  • გულისრევა
  • პირღებინება
  • ზურგისა და წელის ტკივილი
  • შეციება
  • მაღალი ტემპერატურა

გასათვალისწინებელია, რომ ციებ-ცხელება ან შარდის ბუშტში სისხლის არსებობა, როგორც ასეთი, ცისტიტის სიმპტომებს არ წარმოადგენს, მაგრამ შეიძლება შეგხვდეს თირკმლის ინფექციის სხვა სიმპტომებთან ერთად.

თუ გაგიჩნდათ თირკმლის ინფექციის არსებობის ეჭვი, რეკომენდებულია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

ცისტიტის მიზეზები

როგორც უკვე ვახსენეთ, ცისტიტი შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. შესაძლო მიზეზები მოიცავს:

  • საშარდე გზების ინფექციას
  • ზოგიერთი წამლის მიღებას
  • რადიაციის ზემოქმედებას
  • ურეთრალური კათეტერის ხანგრძლივ გამოყენებას
  • ჰიგიენური საშუალებების გამაღიზიანებელ მოქმედებას

ცისტიტის ტიპები

ცისტიტის ტიპი დამოკიდებულია იმაზე თუ რა გახდა შარდის ბუშტის ანთების განვითარების მიზეზი. ცისტიტი შეიძლება იყოს მწვავე ან ინტერსტიციალური. მწვავე ცისტიტი წარმოიქმნება მოულოდნელად. ინტერსტიციალური ცისტიტი წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებას, რომელიც შარდის ბუშტის ქსოვილის რამდენიმე შრეს აზიანებს. ინტერსტიციალური ცისტიტი ცალკე დაავადებად განიხილება და მას ცოტა რამ აქვს საერთო მწვავე ცისტიტთან, რაც ამ სტატიის მთავარი თემაა.

ვინაიდან დაავადებების გამომწვევ მიზეზებს მთავარი როლი მიუძღვის იმაში თუ რა ტიპის ცისტიტთან გვავს საქმე, საინტერესოა ვიცოდეთ რა არის სტატისტიკურად შარდის ბუშტის ანთების ყველაზე ხშირი მიზეზი. ხშირ მიზეზებს შორის ასახელებენ:

  • ბაქტერიული ინფექციებს

    ბაქტერიული ცისტიტი წარმოიქმნება მაშინ, როცა ბაქტერიები ხვდება ურეთრაში ან შარდის ბუშტში და იწვევს ინფექციას.

  • სამკურნალო საშუალებების გამოყენებას

    ზოგიერთმა წამალმა შესაძლოა, გამოიწვიოს შარდის ბუშტის ანთება. წამლების უმრავლესობა სხეულიდან შარდის მეშვეობით გამოიყოფა და ზოგიერთი მათგანი საშარდე გზებში ანთებით მოვლენებს იწვევს.

  • სხივური თერაპიას:

    სხივური თერაპია გამოიყენება კიბოს უჯრედების გასანადგურებლად და სიმსივნის ზომების შესამცირებლად, მაგრამ შეიძლება, დააზიანოს ჯანსაღი უჯრედები და ქსოვილები. სხივურმა თერაპიამ მცირე მენჯის არეში შესაძლოა, გამოიწვიოს შარდის ბუშტის ქსოვილის დაზიანება, რასაც ხშირად თან სდევს ანთება.

  • საშარდე გზებში უცხო სხეულის ხანგრძლივი არსებობას:

    საშარდე კათეტერის ხანგრძილივი გამოყენება ზრდის ბაქტერიული ინფექციისა და ასევე შარდგამომყოფი გზების დაზიანების რისკს. როგორც ბაქტერიებმა, ასევე ქსოვილის დაზიანებამ შეიძლება, გამოიწვიოს ანთება.

  • ქიმიურ ნივთიერებებს:

    ზოგიერთი ჰიგიენური საშუალება იწვევს შარდის ბუშტის გაღიზიანებას. ამგვარ ნივთიერებებს განეკუთვნება სპერმიციდული პრეპარატები, სპერმიციდული საცხის მქონე სპირალი, ქალის ჰიგიენური სპრეი და სხვა.

  • ზოგიერთი დაავადების გართულებას:

    ამგვარ დაავადებებს მიეკუთვნება დიაბეტი, თირკმლის კენჭები, აივი ვირუსი, პროსტატის ჰიპერტროფია, ხერხემლის ტრამვები. ეს მხოლოდ არასრული სიაა იმ დაავადებებისა, რომელთა ფონზეც გაზრდილია ცისტიტის წარმოშობის რისკი

ვინ იმყოფება რისკის ზონაში?

ცისტიტი გვხვდება როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში, თუმცა ქალებს ცისტიტით დაავადების გაცილებთ მაღალი შანსი აქვთ ვიდრე მამაკაცებს, რადგან მათი შარდსადენი მილი უფრო მოკლეა. ამ განსხავავების გამო, ქალების შემთხვევაში ბაქტერიები შარდის ბუშტში უფრო ადვილად აღწევენ. სტატისტიკის მიხედვით, ქალების ნახევარზე მეტს სიცოცხლეში ერთხელ მაინც აქვს გადატანილი ცისტიტი. მამაკაცებში ეს პრობლემა გაცილებითიშვიათად გვხვდება.

ფაქტორები, რომელიც ზრდის ცისტიტით დაავადების რისკს ქალებში:

  • სექსუალური აქტივობა
  • ორსულობა
  • სპერმიციდული ზედაპირის მქონე სპირალის გამოყენება
  • მენოპაუზა
  • პირადი ჰიგიენის საშაულების გამოყენება, რომელიც აღიზიანებს ლორწოვანას

მამაკაცებში ცისტიტის განვითარების რისკი იზრდება პროსტატის ზომების მატებისას, ასევე შარდის ბუშტში შარდის შეკავების გამო.

საერთო რისკფაქტორები ქალებისა და მამაკაცებისთვის:

  • სხივური თერაპია
  • ქიმიოთერაპია
  • შარდის კათეტერის გამოყენაბა
  • დიაბეტი
  • თირკმლის კენჭები
  • აივი ვირუსი
  • ხერხემლის ტრავმები
  • შარდგამომყოფი გზებით შარდის ნაკადის დაბრკოლება

ცისტიტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ცისტიტით დაავადებულთა გამოკვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენს დაავადების მიზეზის, ასევე მისი გამომწვევი ფაქტორების დადგენა. უმეტეს შემთხვევაში ცისტიტის მკურნალობა მედიკამენტოზურია.

როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში ცისტიტის მაღალი რისკის არსებობის შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რადგან ინფექცია შესაძლოა გავრცელდეს თირკმელზე და სერიოზული ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას. მხოლოდ ექიმისთვის დროული მიმართვა, საფუძლიანი დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა აგაცილებთ თავიდან ამ გართულებებს, რომელთა უმრავლესობამ შეიძლება, ხანგრძლივი არასახარბიელო შედეგი მოუტანოს თქვენს ჯანმრთელობას. ამიტომ ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისას რეკომენდებულია მიმართოთ ექიმ სპეციალისტს.